გავიხსენეთ წინა დღის მასალა, დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი, ვიხელმძღვანელეთ არსებული პროექტების გეგმებით და ასევე დავწერეთ სასწავლო პროცედურები, შევაფასეთ შეფასების მოკლე მონახაზის გრაფა.
ვისაუბრეთ სტანდარტების შესახებ. გავეცანით საიტს ncp.ge-ს და ვისწავლეთ საიტზე ნავიგაცია. მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის სტანდართები და ინდიკატორები და მივიღეთ საშინაო დავალება რომ დაგვეხვეწა სახლში. ვისაუბრეთ მიზნებზე და გავარჩიეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები და მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტისათვის მიზნები, რომელიც ასევე სახლში უნდა დავხვეწოთ.
ვისაუბრეთ ვრცლად შეფასების ხუთ სტრატეგიაზე, ვფიქრობ, რომ გამოვიყენებ ჩემს ყოველდღიურ მუშაობაში. ასევე გეგმაში ჩამოვწერე მეთოდები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და პრეზენტაციის ჩეკლისტი, რომელიც ძალიან მომეწონა და ვთვლი ,რომ დამეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. მივიღე დავალება პრეზენტაციის ჩეკლისტი მოვარგო ჩემს პროექტს.
განვიხილეთ იდეები, მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან და ჩამოვყალიბდით საბოლოო საპროექტო იდეებზე. შევქმენით ჩვენი პორთფოლიოს საქაღალდე, რომელიც გადავიტანეთ ელექტრონულ ღრუბლებში. ვისწავლეთ drive-ში მუშაობა.
Comments
Post a Comment